რეგიონი
ზუგდიდში ახალი უბნის მშენებლობა იგეგმება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე, ახალი მრავალფუნქციური კვარტალის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. 

არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განმარტებით, 30-35 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას შპს "ზუგდიდი სიტი"  იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 60-60მ მეტრიანი კორპუსი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული და სასწავლო დაწესებულებები აშენდება.

სხდომაზე ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მინიჭების საკითხს კამათი მოჰყვა. "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატისლაშა ფარცვანიას თქმით, მისთვის საკითხის განხილვა საზოგადოებრივი აზრის მოსმენამდე მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლემ სხდომაზე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს და ის საკითხს მხარს ვერ დაუჭერს.

დეპუტატების შენიშვნაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საჯარო განხილვები გაიმართება.

Print