ზუგდიდში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)
16:21 / 14.03.2016
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი სამაშველო
სამსახურის თანამშრომლებმა
ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის ნახევარი საათი
მიმდინარეობდა.
თვითმხილველების ვარაუდით და ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი უნივერმაღის შენობაში,
ჭაბურღილის თხრის დროს 11 - მეტრიან ჭაში მამაკაცი ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები