სუს-მა „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ თანამშრომლები დააკავა (ვიდეო)
10:50 / 18.03.2016
სუს-ის სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე
ააიპ "სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის" დირექტორი დ.შ. და
მისი მოადგილე გ. ე. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ბიზნესის
დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს სენაკში,
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ააიპ-ის ბალანსზე არსებული
350 კვ.მეტრის ფართის შენობის ხუთწლიანი იჯარით გადაცემა.
ურთიერთშეთანხმების შემდეგ, მათ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად
გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ.მეტრის ფართის შესაბამისი საიჯარო თანხის
გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართით ხუთწლიანი ვადით
სარგებლობისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოსთხოვეს 30 000
ლარი.
დაკაველებმა მოქალაქეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 ლარი
გამოართვეს, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის
221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები