განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია იყიდება (ვიდეო)
12:21 / 22.03.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და
მიმდებარე ტერიტორის
33 951.00 კვ.მ,შენობა-ნაგებობებით, აუქციონის წესით იყიდება. საწყისი
ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია - სამშენებლო ნებართვის
მიღებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 120 ნომრის მქონე
სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000
ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგით
გამოეხმაურნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ
გუნავას განცხადებით, მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვას არ
დაუშვებს და ზუგდიდში საპროტესტო ტალღა დაიწყება.
"ჩვენი ინფორმაციით, ტერიტორიის ყიდვა ბიძინა ივანიშვილს სურს, ეს
მისი მორიგი გატაცეებაა. ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ", - დასძინა
გუნავამ.
მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულის შესახებ
ინფორმირებული არ არის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმუხურის ტერიტორიის ნაწილის
გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს საათებში
გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები