რეგიონი
ზუგდიდში რეგიონში განსახოერციელებელი პროექტები განიხილეს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაფართოებული თათბირი გაიმართა. მას მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი გიორგი ამაშუკელი, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების სამსახურის უფროსი გიორგი როინიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

რეგიონის 2016 წლის ყველაზე მთავარ პროექტებად ანაკლიის პორტი, ზუგდიდის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია, ტექნოინოვაციური პარკი, ბოტანიკური ბაღის აღდგენა, სპორტის სასახლეების მშენებლობა და ახალგაზრდული ღონისძიებები სახელდება.

ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით 2017 წლის მთავარი პრიორიტეტების განხილვა გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს, 200-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, აქედან 50 რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.


Print