რეგიონი
ქუთაისელი და ზუგდიდელი ახალგაზრდების აქცია - ფლეშმობი (ვიდეო)

ზუგდიდის სკეიტ -პარკში, პროექტის "ქართველი მომხმარებელი - მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული" ფარგლებში, ფოტოგამოფენა და ფლეშმობი მოეწყო დევიზით: "მომხმარებლები - ეს ყველა ჩვენ ვართ". ღონისძიება პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყარო" პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტის ხელმძღვანელის ივეტა შალამბერიძის თქმით, აქციის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებების და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დღეს ფოტოკონკურის მონაწილეებს სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.

ზუგდიდის რაიონში პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის".

პროექტი "ქართველი მომხმარებელი - მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print