შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1943 წელს
დაბადებული გივი ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი
სახლის და ეზოს მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, „ა-კა 74“-ის
მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისგან კუსტარულად დამზადებული
545 საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი, 11 ელექტროკაფსულ-დეტონატორი, 4 ჭურვი
და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები