მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა (ვიდეო)
15:59 / 14.06.2016
ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია
დასრულდა
და დღეს ის საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალს ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მათი მშობლები
დაესწრნენ. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ და მხარის გუბერნატორმა
ლევან შონიამ მოსწავლეებს სასახლის კეთილმოწყობა მიულოცეს და
წარმატებები უსურვეს.
ქალაქის მერის განმარტებით, სასახლის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დაიწყო და
შემდგომი სამუშაოები მერიამ დაასრულა.
სასახლის რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 288 090 ლარი დაიხარჯა. შეკეთდა
სასახლის გარეთა ფასადი, საკონცერტო დარბაზი და შეიცვალა სასცენო
აკუსტიკა.
მასალის გამოყენების პირობები