ზუგდიდში "ლიდერთა კლუბის" ჩამოყალიბება იგეგმება (ვიდეო)
16:51 / 30.06.2016
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამოქალაქო
ინტერესებისათვის" სამეგრელოს რეგიონში
მცხოვრები ახლგაზრდებისთვის საინიციატივო ჯგუფის "ლიდერთა კლუბის"
ჩამოყალიბებას გეგმავს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გურამ ჩიხლაძის
თქმით, ის ინიციატივის განხორციელებას "საქართველოს დამსაქმებელთა
ასოციაცისთან" თანამშრომლობით გეგმავს და მისი მიზანი იქნება მათი
წარმოჩენა და განვითარება.
"ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები ჩერთვებიან, როგორც
დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ასევე
თავადაც იქნებიან ინიციატორები ჩაატარონ მაღალი დონის თემატური
კონფერენციები, ბიზნეს ფორუმები და ა.შ", - აღნიშნა მან.
ამ ეტაპზე კლუბისთვის ახალგაზრდების შერჩევა მიმდინარეობს და მისი
ჩამოყალიბება, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები