ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ თემის უტრირება- ხმაური საკრებულოში
19:29 / 01.07.2016
ხმაური იყო დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.
კამათი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობ
პროგრამას" და მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხებს
მოჰყვა. პირველ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ეჭვი
გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება წინასაარჩევნოდ
ხდება, რაც ადმინისტრაციული რესურის გამოყენებაა. "ქართული ოცნების"
წევრები ოპონენტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ
აღნიშნული პროგრამის განხორციელება დიდი ხანია იგეგმება და მას
არჩევნებთან კავშირი არა აქვს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, საქმე დელეგირებულ უფლებამოსილებას ეხება,
რის საფუძველზე მერიის შესაბამისი სამსახური მოქალაქეებისთვის
გარდაცვალების, დაბადებისა და მოქალაქეობის დადგენის შესახებ ცნობების
გაცემას შეძლებს. აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება იუსტიციის
მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე მოხდა.
ენმ-ს წევრების თქმით, აღნიშნული ცვლილება არჩევნებთან არის
დაკავშირებული და ის "დამატებითი სიების" წარმოშობისკენ
მიუთითებს.
"ვბრუნდებით 90-იანი წლებში, როდესაც სიებში ჩნდებოდნენ ახალ-ახალი
ადამიანები",- აღნიშნა სხდომაზე ენმ-ს წევრმა ბათლომე შელიამ.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ ოპოზიციური პარტიის წევრები
თემის უტრირებაში დაადანაშაულა და უთხრა,რომ მათ საკითხი ვერ
გაიგეს.
მასალის გამოყენების პირობები