რეგიონი
სასამართლომ ზაზა სურმავას პატიმრობა შეუფარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სურმავას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში დახმარების ბრალდებით 20 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე)" მიმდინარეობს.

Print