რეგიონი
საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დღეიდან მოთხილამურე პატრული იმუშავებს
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე საპატრულო პოლიციას ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაემატა. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით პატრულირებას განახორციელებს.

„როგორც შარშან დაგპირდით, სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრული წელს უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა, მოთხილამურეთა უსაფრთხოებას. მჯერა, რომ ისინი წელსაც თავდაუზოგავად იმუშავებენ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

Print