რეგიონი
კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს განაჩენს გამოუტანენ
სასამართლო დღეს კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას მიმართ განაჩენს გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

შამათავას სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. 
Print