რეგიონი
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა
გიორგი მარგველაშვილმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა.  კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 122 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 53-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა. შეწყალებულებს შორის 14 ქალია.

აღნიშნულმა კომისიამ ათასზე მეტი მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

Print