ზუგდიდის ბაზარში, წინა საახალწლოდ, ტრადიციულად, ხალხმრავლობაა,
თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მყიდველების რაოდენობა, წინა
წლებთან
შედარებით, გაცილებით ნაკლებია. მოსახლეობა ამბობს,
რომ პროდუქტის ფასი გაზრდილია და საახალწლო სუფრა, 200-დან 500
ლარამდე უჯდებათ.
ნახეთ რადიო "ათინათის" ჟურნალისტების
გამოკითხვა.
ცნობისთვის, ISET-ის მონაცემებით, საახალწლო სუფრის ინდექსი, მთელ
საქართველოში, მათ შორის, სამეგრელოში, 5 %-ით გაზრდილია და ის 149
ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები