რეგიონი
სენაკში დაკარგულ 8 წლის ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ
შსს-ს ინფორმაციით, სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. უწყებაში რადიო „ათინათს'' განუცხადეს, რომ ბიჭი ჯართის შეგროვებისას, სავარაუდოდ, მდინარეში ჩავარდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე დაუხმარებლობის მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, 8 წლის ბიჭი 24 თებერვალს დაიკარგა. ბავშვის მამის ინფორმაციით ნ.გ. ეზოში სათამაშოდ ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ამავე თემაზე:

სენაკში 8 წლის ბავშვს ეძებენ


Print