რეგიონი
დაკარგული ბავშვის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
სენაკის რაიონულმა სასამართლომ 8 წლის დაკარგულ ბავშვის საქმეზე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე დაუხმარებლობის მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

გაუჩინარებული ბიჭის მამა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ ახლა მისთვის მთავარი ბავშვის პოვნაა.

ცნობისთვის, 8 წლის ბიჭი 24 თებერვალს დაიკარგა. მამის ინფორმაციით, ბავშვი ნ.გ. ეზოში სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბავშვს სამძებრო ჯგუფი მეორე დღეა მდინარე ტეხურაში ეძებს.

Print