რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ბ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი და 13 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.

Print