რეგიონი
ძარცვა ზუგდიდის ცენტრში
ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის მიმდინარე ტერიტორიაზე, ვალუტის გადამცვლელ პირს ფული ხელიდან გამოსტაცა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა, რამდენიმე წუთში იქვე აიყვანეს. დაკავებულს სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც, პოლიციელების მტკიცებით, მიწისქვეშა გადასასვლელზე არსებულ პანდუსზე დაცემის შედეგად მიიღო.

„მე არ მინახავს, მაგრამ მიწისქვეშა გადასასვლელში მომუშავე ქალები ამბობენ, რომ ის ნამდვილად პანდუსზე დაეცა. შეგიძლიათ, ხვალ ამ ქალებს ჰკითხოთ, მათ უკეთ იციან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ამ დროისთვის დაკავებული სამმართველოშია გადაყვანილი, დაკითხვაზე იმყოფებიან თვითმხილველებიც.

Print