დადიანების ისტორიულ სასახლეში ზუგდიდელებმა ,,ვეფხისტყაოსანი’’
გადაწერეს. 21-ე საუკუნის ხელნაწერის
შექმნაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა
მიიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის
აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ,,ვეფხისტყაოსნის'' გადაწერის
პროცესში.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი
ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და
რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. პოემის გადაწერა 15
მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო და 26 მაისს
თბილისში რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები