ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდულმა ცენტრმა,
ევროკავშირისა და "World Vision - საქართველოს"
პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა
მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის" ახალგაზრდა ლიდერებთან
თანამშრომლობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ამასთან დაკავშირებით ზუგდიდის ნეიროგანვითარების ცენტრის
ბენეფიციარებისთვის, აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობა გაიმართა,
რომელსაც "Mcdonald’s" -ის რესტორნების ქსელის ზუგდიდის ფილიალმა
უმასპინძლა.
მასალის გამოყენების პირობები