ასოციაცია "მერკურმა" ათი წლის იუბილე აღნიშნა (ვიდეო)
19:15 / 15.06.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერკურმა’’ 10 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიებას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო
ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა
თოდუამ მათ ათი წლის ანგარიში წარუდგინა.
,,დღეს ჩვენი ორგანიზაციის ათი წლის თავი აღვნიშნეთ. ჩვენი
პარტნიორების, მეგობრების და საზოგადოების წინაშე წარვსდექით
ანგარიშით, თუ რა გაგვიკეთებია ამ პერიოდის განმავლობაში’’,- თქვა
თოდუამ.
შეხვედრაზე სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო სიგელით დააჯილდოვეს ის
ადამიანები, ვინც ათი წლის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობაში
იღებდა მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები