რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ გერმანულ Voice-ში გაიმარჯვა (ვიდეო)
21 წლის ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გერმანიის მუსიკალურ კონკურსში The Voice of Germany გაიმარჯვა. მან მაყურებელთა ხმების 50,10% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა კი ხმათა 25.45% მიიღო.

Voice-ის ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის, Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია.

აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მომღერალი 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტს შორის მოხვდა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany გერმანიაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

გამარჯვების შემდეგ ნათია თოდუამ ფინალური სიმღერა კიდევ ერთხელ შეასრულა.



Print