რეგიონი
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 993 ადამიანი აიცრა
17 აგვისტოს მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 993 ადმიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 831 815 ადამიანი.

იმუნიზაციის პროცესი რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

აჭარა - 3 881

იმერეთი - 3 232

შიდა ქართლი - 1 535

კახეთი - 1 428

ქვემო ქართლი - 983

სმცხე- ჯავახეთი - 698

მცხეთა - მთიანეთი - 673

გურია - 625

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 167

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა.
Print