რეგიონი
სამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 100-ზე მეტ ადამიანს
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან 104 - სამეგრელო – ზემო სვანეთში. გასული დღე - ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507 - მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 32 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.
Print