Error
კულტურა
ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავი გაიხსნა
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა. საღამოში ქართული ესტრადის შემსრულებლებმა და პოეტებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე 10-ზე მეტი ლექსი და 36 სიმღერა გაჟღერდა. წარმოდგენილი სიმღერების უმეტესობა მამუკა ჩარკვიანმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონია საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ჩატარდა
Print