Error
კულტურა
გიორგი სიგუას კაზანტიპის ვიცე–პრეზიდენტობა და ხელფასი 100 000 ევროს ოდენობით შესთავაზეს
თანამდებობიდან გათავისუფლებულ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის უფროსს კაზანტიპის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ფესტივალის ვიცე–პრეზიდენტობა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესკონტაქტი“ ავრცელებს. მარშუნოკმა სიგუას ვიცე–პრეზდიდენტობა და ხელფასი 100.000 ევროს ოდენობით შესთავაზა. მარშუნოკის აზრით, გიორგი სიგუა პოლიტიკური სტრუქტურებიდან ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანია, რომელიც კი მას შეხვედრია. მისი თქმით სიგუას შესაძლებლობები, ენერგიულობა და შრომისუნარიანობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. „რესპუბლიკა კაზანტიპის ყველა მოქალაქის სახელით ვთავაზობთ ბატონ სიგუას სამსახურს ჩვენს მთავრობაში“, – განაცხადა მარშუნოკმა.
Print