Error
კულტურა
„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ“ (video)
„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ“ ფოტოგამოფენა ამ სახელწოდებით, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ადამიანების ყოველდღიურობას ასახავს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ორგანიზებით გაიმართა. ფოტოების ავტორი, რეი კუპერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წევრია. ის ამბობს, რომ ეს მისი პირველი გამოფენაა, რომელიც ჯერ თბილისში, შემდეგ გორში და დღეს ზუგდიდში იმართება. „საზღვრის ორივე მხარეს ადამიანური სახეები ერთნაირია“– აღნიშნა ფოტოგრაფმა. სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეკ სტივენს ბორგის თქმით ის ადამიანური სახეები, რომლებიც ფოტოებზეა აღბეჭდილი მისთვის კარგად ნაცნობია. „ანალოგიური ვითარებაა აფხაზეთშიც. ეს არის ადამიანური სახე ჩვენი ყოველდღიური მუშაობისა“. ფოტოგამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა და ის კიდევ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
Print