კულტურა
"მანდარინები" ოსკარის ნომინანტია
ზაზა ურუშაძის "მანდარინები" წელს ოსკარის მიღებისთვის იბრძოლებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ესტონეთმა აღნიშნული ფილმი გასულ წელს წარადგინა. ოსკარის ნომინანტების დასახელება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიამ 83 ფილმიდან შეარჩია 9 ფილმი , რომელთაგანაც 5-ს საბოლოოდ წარადგენენ ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.  მათ შორისაა გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", რომელიც ესტონეთმა წარადგინა. დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
Print