კულტურა
ალენ დელონი თბილისში დღეს ჩამოფრინდა
ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომელიც უნდა გაუძღვეს პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესამდი მიძღვნილ კონცერტს, თბილისში დღეს ჩამოვიდა.

ალენ დელონი თბილისში სახელოვნებო ინდუსტრია "არტ პალასის" მოწვევით ჩამოვიდა, რომელიც ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორია.

 "არტ პალასის" ცნობით, გიორგი სააკაძის მეორე შესახვევი, სადაც ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს, გადაიკეტება და ალენ დელონის დასახვედრად წითელ ხალიჩას დააგებენ.

 "არტ პალასის" ცნობით, იმ ათას სტუდენტს, რომლებიც  ალენ დელონის დასახვედრად ორგანიზაციის შენობასთან შეიკრიბება, პაატა ბურჭულაძისადმი მიძღვნილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი უფასოდ გადაეცემა.

 პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტი, ხვალ 12 თებერვალს სპორტის სასახლეში გაიმართება.

Print