საქართველოს წარმომადგენელი "ევროვიზია 2015"-ის სიმღერის კონკურსზე ნინა სუბლატი ავსტრიის დედაქალაქში სიმღერით Warrior წარდგება. ქართველი კონკურსანტი აქცენტს საკუთარ ძლიერ ვოკალურ მხარესა და გამორჩეულ იმიჯზე აკეთებს. სუბლატი პირველ ნახევარფინალურ საღამოზე ხვალ 19 მაისს იმღერებს.
საიუბილეო, "ევროვიზიის" სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.
რადიო ,,ათინათი'' ნინა სუბლატს ვენაში დაუკავშირდა,გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ შემსრულებელს.
მასალის გამოყენების პირობები