Error
კულტურა
გოდერძი ჩოხელის წიგნის პრეზენტაცია ხელნაწერთა ცენტრში
გოდერძი ჩოხელის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მწერლის წიგნის "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში გოდერძი ჩოხელის 164 ნოველა შევიდა. გამოცემა ლევან ხარანაულის 22 ნახატითაა ილუსტრირებული. კრებული გრიგოლ ხანძთელის ფონდმა გამოსცა. პრეზენტაციაზე ხელნაწერთა ცენტრში მწერლის პირადი ნივთები, წერილები და ხელნაწერები გამოიფინა. ცნობილი მწერალი, პოეტი და კინორეჟისორი მეგობრებმა, მწერლებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გაიხსენეს.
Print