Error
საზოგადოება
ქვეითად მოსიარულეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 10 ლარით დაჯარიმდებიან
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. აქამდე მოქმედი კანონით,  ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის და გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა იწვევდა ჯარიმას 3 ლარის ოდენობით. პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტით, ეს 3-ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა.
Print