Error
საზოგადოება
კიევში, გუშინდელი დარბევის დროს 40 ჟურნალისტია ნაცემი
კიევში, გუშინდელი დარბევის დროს 40 ჟურნალისტია ნაცემი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საიტი Цензор.НЕТ -ი Телекритику-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტები გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების დარბევის დროს დაშავდნენ. ვებ-გვერდზე ჩამოთვლილია დაშავებულების ვინაობა. მათ შორის არიან როგორც ჟურნალისტები, ასევე ოპერატორები და ფოტოგრაფები. დაშავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.
Print