ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი ექნება. ზუგდიდის საკრებულომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით, ზუგდიდის გერბი და დროშა გაუსლი წლის აგვისტოში დაამტკიცა, თუმცა დღემდე მისი დამზადება ვერ მოხერხდა.
„ზუგდიდის დროშა და გერბი პირველად მზადდება. ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ მანამდეც გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, მაგრამ ჩაგვეშალა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საკრებულოს კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რევაზ ხაინდრავამ.
ამასთან, როგორც რევაზ ხაინდრავა განმარტავს, საპატიო ზუგდიდელის მინიჭების საკითხიც დღის წესრიგში დგას და ამ საკითხზე ატიურად მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები