Error
საზოგადოება
აჭარაში 4 ბალიანი შტორმია
აჭარაში, ზღვაში 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ზღვაში 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. მათივე განმარტებით, ზღვის ღელვა 04:30 საათზე დაიწყო, თუმცა, მათივე თქმით, ამ ეტაპზე, რაიმე სახის ზარალი არ ფიქსირდება. "თუმცა ქარის სიმძლავრე მატულობს. ყველა მცურავი საშუალება იახტკლუბში იმყოფება", - აცხადებენ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში. რაც შეეხება ამინდს რეგიონის მასშტაბით, მაღალმთიანეთში ხულოსა და შუახევში თოვს, ხოლო ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში ძლიერი წვიმაა. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 5 ბალამდე შტორმსა და ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
Print