Error
საზოგადოება
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, უღელტეხილებზე ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდისა და კობი-გუდაურის უღელტეხილებზე. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. დღის საათებში მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება.
Print