Error
საზოგადოება
პარლამენტი 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრებს იწყებს
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პირველი საჯარო შეხვედრა დღეს, "ქორთიარდ მარიოტშია" დაგეგმილი, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი დეპუტატები უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს გაეცნონ და საკუთარი მოსაზრებები საპარლამენტო კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნონ. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ ლარს შეადგენს. "bpn"
Print