Error
საზოგადოება
საფრანგეთსა და დანიაში ბინების ძარცვის ბრალდებით 21 ქართველი დააკავეს
საფრანგეთსა და დანიაში 21 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Expatica.com  იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში მოქმედი ქართველების 60-კაციანი კრიმინალური დაჯგუფება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში  ორი  ათასამდე ძარცვაშია ეჭვმიტანილი. ინტერპოლისა და ევროპოლის მიერ ჩატარებული ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, პოლიციამ დაჯგუფების 21 წევრი საფრანგეთისა და დანიის ტერიტორიაზე დააკავა.
Print