Error
საზოგადოება
საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პირველი შედეგები გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი
საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია მუშაობის პირველ შედეგებს საზოგადოებას სავარაუდოდ გაზაფხულზე გააცნობს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის შესწავლილია კოდორის თემა, 2008 წლის პერიოდი და მასალების ღია ნაწილი საზოგადოებას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ეცნობება. ამასთან, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსმა, კომისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობის ფარგლებში უკვე ჩატარებულია 700-ზე მეტი ინტერვიუ და გამოკითხვა.
Print