Error
საზოგადოება
ილია მეორემ მრევლს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღების კურთხევა მისცა
სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღების კურთხევა მისცა. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დასასრულს ბრძანა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები თევზს კურთხევის გარეშეც მიირთმევენ. "ხალხი მაინც მიირთმევს თევზს ახალი წლის დღეებში და ლოცვა-კურთხევა მაინც ჰქონდეს", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესის განმარტებით, საახალწლო პარაკლისი ძველით ახალ წელს შესრულდება. "ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.
Print