Error
საზოგადოება
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ გვიან ღამით აიკრძალა, თუმცა, როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ დროისთვის შეზღუდვები აღარ მოქმედებს. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print