Error
საზოგადოება
სოჭი: საფოსტო მარკები კლიენტების ფოტოებით
სოჭის ოლიმპიადის დროს, 20–ზე მეტი საფოსტო განყოფილება კლიენტებს უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით მოემსახურება. სტანდარტული მომსახურეობის გარდა, სერვისი " ფოტომარკა" კლიენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ სტილიზებული საფოსტო ბლოკი, რვა სასუვენირო მარკით, რომელზეც მათი ფოტოები იქნება გამოსახული. ფოტოგრაფები პირდაპირ საფოსტო განყოფილებაში იმუშავებენ. ასევე შესაძლებელი გახდება, სიძველის ეფექტით შესრულებულ ქაღალდზე ე.წ. „რეტროწერილის“ დაწერა, რომელზეც საფოსტო ბეჭედი დაისმება. interfax.ru
Print