Error
საზოგადოება
რეგიონული განვითარების სამინისტრო დევნილების მხარდასაჭერად 50 მლნ ლარს გამოყოფს
​საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას 2014 წელსაც გააგრძელებს და ამისათვის 50 მილიონ ლარს დახარჯავს.   ზუგდიდსა და ფოთში დაიწყო დევნილთა 15 საცხოვრებელიკორპუსის მშენებლობა. აქედან ზუგდიდში 356-ბინიანი 8 კორპუსი აშენდება, ხოლო ფოთში - 280-ბინიანი 7 კორპუსი. ასევე, გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, მოხდება წყალსადენი  (9 სოფელში) და სადრენაჟო სისტემის (7 სოფელში) რეაბილიტაცია. იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
Print