Error
საზოგადოება
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის ინიციატივით, 20 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით , მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა # 5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა # 11 სპეციალური დაწესებულება, ქსნის #15 დაწესებულება, რუსთავის #17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან. "მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი", - აცხადებენ სამინისტროში.
Print