Error
საზოგადოება
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმის არეალი შემცირდა
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დილის საათებში მოქმედი შეზღუდვის რეჟიმი შეიცვალა. დილით ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ დროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ - ჩუმათელეთი-შროშას მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ193 ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print