Error
საზოგადოება
თურქეთში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს
თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მრაგველაშვილის ოფიციალური ვიზიტით დღეს იწყება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექთან. გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმშიც მივა და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს. ამასთან,იგი ვიზიტის ფარგლებში ტაო-კლარჯეთს ეწვევა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ანკარაში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.
Print