Error
საზოგადოება
მინისტრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. უწყების განმარტებით, 6 300 ლარის ნაცვლად მინისტრების  ანაზღაურება დანამატთან ერთად 5 000 ლარი იქნება. შესაბამის ბრძანებას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
Print