Error
საზოგადოება
კარლ ბილდტი - საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტომდე მოაწერს
საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს თვემდე მოაწერს, - ამის შესახებ განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილისა და კარლ ბილდტის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
Print