Error
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირას პარლამენტში წარსდგება
საქართველოს პრეზიდენტს მომავალ კვირას პარლამენტში ელოდებიან, თუმცაზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა. გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მოხსენებით ფრაქციების თავმჯდომარეები წარსდგებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი რა ფორმატით წარიმართება პრეზიდენტის დეპუტატებთან შეხვედრა და იქნება თუ არა კითხვა-პასუხის რეჟიმი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე მოლაპრაკებებს მართავს პარეზიდენთან და საპარლამენტო უმცირესობასთან.
Print